გიორგი გამსახურდია რადიკალური ოპოზიციაზე: თავიანთი კვლევებით ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებით „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში მოდის
„თავიანთი კვლევებით ძალიან კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში მოდის. შესაბამისად, მათი ამოცანა ამოუხსნელი რჩება და ისევ რადიკალიზაციის გზით უნდა წავიდნენ”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალური ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში შემავალი პარტიების შანსები არჩევნებში ძალზედ დაბალია.
„გაერთიანების შემთხვევაში რას მიიღებენ, ეგ უკვე არ ვიცი. რადგან 2+1-ია, აღარ მინდა, გამოვთქვა მოსაზრება, რას მიიღებენ. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ ხალხს ავტორიტეტი არ აქვს და ამ კონფიგურაციას ახლა ფორმალობისთვის ქმნიან, თორემ არჩევნების შემდეგ, 2-კვირიანი პერიოდი რომ არის, მაქსიმალურად მოხდება ისევ რადიკალიზაციის მცდელობა, ისევ რაღაც ტექნიკურ მთავრობებზე საუბარი. ანუ, ჩანასახშივე ეს ხალხი შედეგებს არ აღიარებს. თავიანთი კვლევებით ძალიან კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში მოდის. შესაბამისად, მათი ამოცანა ამოუხსნელი რჩება და ისევ რადიკალიზაციის გზით უნდა წავიდნენ“, – განაცხადა გამსახურდიამ.
მან ასევე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის შანსებზეც არჩევნებზე.
„სალომე ზურაბიშვილის მორალის მქონე ქალი, ყველამ ვიცით, სადაც ვუკაკუნებ, საქართველოს ამომრჩევლისთვის და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის, მიუღებელია. მას თავისი ცხოვრება ჰქონდა, აქვს და ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ ეს ადამიანი და გვარამიას ორიენტაციის მქონე ხალხი, ვერ იკიდებენ ქართულ პოლიტიკაში ფეხს. შესაძლოა, ვიღაცასთან მეგობრული ურთიერთობა გააჩნდეს, მაგრამ მასისთვის ეს ხალხი მიუღებელია. მათი წარმატება ვერ წარმომიდგენია. არ დაიჯეროთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ცალკეა. მათ ერთი პატრონი ჰყავთ და ერთ მაგიდაზე სვამს. ეუბნება, მაქსიმალური შედეგი რაც გვინდა, ისე მოიქეცით. ვიცით, მათ მართავენ ის ძალები, რომლებიც ქვეყანაში რადიკალიზაციის სცენარით არიან დაინტერესებული“, – განაცხადა გამსახურდიამ.