top_leaderboard

ქალთა ნაკრების ფეხბურთელებმა უეფა-ს სამწვრთნელო ლიცენზია მიიღეს

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს ქალთა ნაკრების მოთამაშეებისთვის უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ჩატარდა.

მსგავსი კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა, რამაც ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს საშუალება მისცა, საფეხბურთო კარიერის პარალელურად, სამწვრთნელო განათლება და უეფა-ს ლიცენზია მიეღოთ.

კურსის მონაწილეებს საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ მიმართეს და საერთაშორისო დონეზე აღიარებული უეფა-ს C ლიცენზია გადასცეს, რაც მათ სკოლებსა და საფეხბურთო სკოლებში მუშაობის უფლებას აძლევს.

ლიცენზია ეროვნული ნაკრების არაერთმა წევრმა მიიღო – თათია გაბუნიამ, სვეტლანა გაბელაიამ, ნათია დანელიამ, ნინო ჩხარტიშვილმა, მარიამ კალანდაძემ, გვანცა ქადაგიშვილმა, თეონა ბაქრაძემ და სხვებმა.

ასევე იხილეთ