top_leaderboard

დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული დასრულდა

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. კვირეული სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული.

შეჯიბრებები გაიმართა პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში: პარაკალათბურთში, პარაფრენბურთში, მძლეოსნობაში, მშვილდის სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ასევე, პნევმატური პისტოლეტიდან და შაშხანიდან სროლაში.

ღონისძიებები დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღით დასრულდა. ბავშვებისთვის გასართობი პროგრამის პარალელურად, მოწვეულ სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს 30 ივნისს აღნიშნავს. კვირეული მიზნად ისახავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვას, მათი დამსახურების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ასევე იხილეთ