დავით ჩიხელიძე: ნაცების რიგებს ისეთი ბუმბერაზი ადამიანები შეემატნენ, როგორიც არის დავით ქაცარავა, არმაზ ახვლედიანი, გიორგი მარგველაშვილი, ლაშა ბუღაძე და ა.შ. მოკლედ, ყველა რჩეული მოღალატე „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიკრიბა
ნაცების ახალ სახელწოდება „ერთიანობა“-ზე, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია „ერთობა“ გამახსენდა, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ადრე ნაცების სლოგანი იყო, “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელი სლოგანი აღმოჩნდა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტი ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ შემადგენლობას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ყველა რჩეული მოღალატე ამ პარტიაში შეიკრიბა.
„ნაცების ახალ სახელწოდება „ერთიანობა“-ზე, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია „ერთობა“ გამახსენდა, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ადრე ნაცების სლოგანი იყო, “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელი სლოგანი აღმოჩნდა…
„ტვ პირველის” ცნობით, სახელწოდებასთან ერთად იცვლება ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობა, ნაცების რიგებს ისეთი ბუმბერაზი ადამიანები შეემატნენ, როგორიც არის დავით ქაცარავა, არმაზ ახვლედიანი, გიორგი მარგველაშვილი, ლაშა ბუღაძე და ა.შ. მოკლედ, ყველა რჩეული მოღალატე ნაციონალურ მოძრაობაში შეიკრიბა.
მე მაინც ორი ადამიანის ბედი მაფიქრებს, ვაჟა ექიმმა რა დააშავა? რატომ არ არის ნაციონალურ მოძრაობაში? ხაბეს რა ეშველება? ყველამ მიატოვა, „ტვ პირველის” სიუჟეტის შემდეგ, გალაკტიონს რომ არ დაეწერა, ხაბე აუცილებლად დაწერდა: „და მე ავტირდი – ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან დატოვებული”, – წერს დავით ჩიხელიძე.