top_leaderboard

ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია თბილისში ჩაატარა

🔹მიმდინარე წლის 6 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, რიგით 165-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თბილისში ჩაატარეს.

🔹აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

🔹საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 38-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 18 ვეტერანი, ხოლო 20 კი -ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ.

🔹აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი.

🔹მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 165 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 14 065 ბენეფიციარს.

🔹სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ასევე იხილეთ