უკრაინამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
უკრაინამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინა და პოლონეთი „მზად არიან ჩაატარონ რეგულარული კონსულტაციები სტრატეგიულ საკითხებსა და მხარდაჭერის კოორდინაციაზე, რათა დაეხმარონ უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში“.
შეთანხმების თანახმად, უკრაინა და პოლონეთი მიისწრაფვიან „განავითარონ პოლიტიკური, სამხედრო, უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობა“, „ითანამშრომლონ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების აღჭურვისა და მომზადების საკითხებზე“.
პოლონეთი გააგრძელებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას მანამ, სანამ საჭირო იქნება, ხოლო პრიორიტეტს მიანიჭებს ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებას ყველა სფეროში.