top_leaderboard

Sky Sports-ის ჟურნალისტი: გიორგი მიქაუტაძის დამატება „რომას“ სურს

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძის „მონაკოში“ ტრანსფერს თითქმის გადაწყვეტილად მიიჩნევენ, იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი თავდამსხმელისთვის ბრძოლაში „რომა“ ჩაერთო.

ინფორმაციას Sky Sports-ის ჟურნალისტი ანჯელო მანიანტე ავრცელებს და დეტალებსაც ახმაურებს, რომლის თანახმადაც იტალიური კლუბი მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადოს.

„მიქაუტაძის დამატება „რომას“ სურს, ქართველი თავდამსხმელი კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. რომაელთა მთავარი მწვრთნელის, დანიელე დე როსის მოთხოვნაა, რომ მიქაუტაძემ „რომაში“ ითამაშოს.

მას ძალიან მოსწონს ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ახლახან ევროპის ჩემპიონატზე მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა და ტურნირის ბომბარდირობის ერთ-ერთი კანდიდატია. „მეცი“ ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 20-25 მილიონ ევროს მოითხოვს“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიელმა ჟურნალისტებმა, ფაბრიციო რომანომ და ნოკოლო სკირამ, ასევე, ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „მონაკო“ მიქაუტაძეს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.

ასევე იხილეთ