top_leaderboard

მეთიუ მილერი: ინდოეთთან ნათლად განვაცხადეთ ჩვენი შეშფოთების შესახებ

შეერთებული შტატები ინდოეთისა და რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა ისაუბრა.

„მე გადავხედავ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებს, რომ ვნახო, რაზე ისაუბრა მან. ჩვენ ინდოეთთან ნათლად განვაცხადეთ ჩვენი შეშფოთება მათ ურთიერთობაზე რუსეთთან. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, როდესაც ისინი რუსეთთან ურთიერთობენ, ცხადყოფენ, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს გაერო-ს წესდებას, პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მის რეზიდენციაში ინდოეთის პრემიერ- მინისტრს, ნარენდრა მოდის უმასპინძლა. მხარეებმა არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ასევე იხილეთ