იენს სტოლტენბერგი: უკრაინის ქალაქებზე საზარელ თავდასხმებს ვგმობ
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.
“რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს. უკრაინის ქალაქებზე საშინელი სარაკეტო თავდასხმების მოწმეები გავხდით, რომელთა შედეგადაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები დაიღუპნენ. ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის ავიაიერიშის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.