გელა ზედელაშვილი: კი, მაგრამ, ჩვენ ხომ ესენი 2012-ში კინწისკვრით გავყარეთ?

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ძველი ბალღამი ძველ ტიკჭორაში?!

კი, მაგრამ ჩვენ ხომ ესენი 2012-ში კინწისკვრით გავყარეთ?

„როგორ ბედავენ შემოტრიალებას იგივე „როჟებით”?

ახლები ვართო, ახალი სახეებიო, სუ ნორჩები და გაფურჩქნულებიო.

ჰაიმეეეეე!

ვინა, კაცო, არმაზ ახვლედიანი? ვასოს ყოშიანი ტრაქტორივით რომ იქნევს ყბებსა და ათასგვარ სისულელესა ყბედობს? სწორედ მაგ ყბების ქნევის გამო არ გამოაპანღურეს „ქართული ოცნებიდან“?

კიდე ვინა… თამარა კორძაია? ეგეც ხო ბიძინა ივანიშვილმა აქცია რამედ? რამედ რა, ორ წელიწადს გაამწესეს პარლამენტში „ოცნების“ ეგიდით და სწორედ მაშინ წარმოიდგინა, რამე ვარო და შემდეგ ისკუპა „ნაცებში“. პრინციპში, ეგ თავისი შეგნებითა და გაგებით ყოველთვის “ნაცი” იყო. არადა, მახსოვს, “ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაციაში რომ იწყებდა “მოღვაწეობას”, ერთი მორცხვი და რაღაცნაირი ბალღი გახლდათ, გამარჯობას თუ ეტყოდი, მწვანდებოდა. არა, ისეთი გამხმარი და უფერული იყო, კი არ წითლდებოდა, ხან მწვანდებოდა, ხან ლურჯდებოდა.

ლაშა ბაქრაძე არისო ახალი სახე, აკაკიჩი!

იცით, ამ გაგებამორღვეული ტიპის ერთადერთი ღირსება რა არის?

მხოლოდ ის არის, ჩემო მეგობრებო, რომ აკაკი ბაქრაძის შვილია. თუმცა, მე თუ მკითხავთ, მას შემდეგ, რაც აკაკიმ თუ ბაკაკიმ დიდი როლი შეასრულა ზვიად გამსახურდიას დამხობაში, არც მისი შვილობა უნდა ითვლებოდეს ღირსებად. იმ დროს საქტელერადიო კომიტეტში ვმუშაობდი და ეგ თემა ზედმიწევნით კარგად ვიცი.

ლაშა აკაკიჩი სუ ამტკიცებს, ამ ქვეყანაში საშინელი რეპრესიებიაო და… ამ დროს რომელიღაც მუზეუმის დირექტორად არი წამოტრაკული.

კულტურის სამინისტრო-ვ!

ხანდახან გასაოცარი დემოკრატია სირცხვილსა და თავის მოჭრას უკავშირდება, ნუთუ ამის თაობაზე არაფერი გსმენიათ?!

ჰა, აბა!

კიდე “ვინები” დავახასიათო?

ისა, თეატრალურ ნიღაბს რომ მიუგავს აქეთ-იქით გატყლარჭული სახე? ქუთაისში ყურებიან პენისს რომ ეძახიან და პრემიერ-მინისტრობა კიდე უნდა?

ჰოოო… ვაშაძეზე ვიძახი, მაგას უჩემოდაც უნდა მიმხვდარიყავით!

ეგებ ცეტ ბოკუჩავაზე გითხრათ ორიოდ სიტყვა, თავი ჯინა ლოლობრიჯიდა რომ ჰგონია და ამ დროს გუბეში ჩამხტარი ბაყაყია? დააკვირდით (ან კი დაკვირვება რათ უნდა?), როგორი ბაყაყისმიერი მეტყველება და ყიყინი აქვს. არაუშავს, პერიოდულად დგება ხოლმე დრო, როცა სცენაზე ბაყაყებიც ადიან, გამოთაყვანებულები ტაშსაც უკრავენ, მაგრამ მერე სკუპ… და ისევ გუბეში “გალობენ”.

უკანა ფონზე ვინმე სოფო ჯაფარიძეს ვხედავ, რომლის ფუნქცია დღემდე ვერავინ გაარკვია – დადის და სადაც ადამიანს დაინახავს, ეგრევე ეხუტება. არავის ეკითხება, ამათი მომხრეა, მოწინააღმდეგეა, მტერია, მოყვარეა, “ლიჟბი” სურათი გადაიღოს.

ეს ქალი ადრე ვინიტუ ინჩუჩუნას ასულსა ჰგავდა, დროთა განმავლობაში “დაკაფჩონებულ” თევზს დაემსგავსა.

რა ახალი?

ეს იყო, მიშას ზეობის ხანაში ქვეყნის მოსახლეობას “ღიმილიანი საქართველოს” აქციის ფარგლებში კბილები რომ დააცალა, მერე ეს კბილები ძაფზე ააბნია და მძივად კისერზე ჩამოიკიდა. აი, ამიტომ მეგონა ვინიტუ ინჩუჩუნას ასული.

ეს რა არი, კიდევ ბევრ “ახალ” სახეს ნახავთ ამათ დამყაყებულ ტიკჭორაში, ჯერ სად ხართ?

ჰა, ჰა, ჰა!

ახალი სახეებიო, კაცოოოო!

არადა, ჩვენ ესენი 2012-ში კინწისკვრით გავყარეთ იმიტომ, რომ უამრავი დანაშაული ჩაიდინეს.

ახლა მოტრიალებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენი ფეხები, ამიტომ ვიბრძოლეთ და გავრეკეთ, ისევ მოვატრიალოთ?

ამათი ყველაყისამ!

ახლაო, ახალი თაობა გაიზარდა, მაგათ არ იციან ამათი ავკაცობების შესახებო.

ტყუილი და ტრაკში პაპიროსი!

ჯერ ერთი, ვინც ამათი ავკაცობისა არაფერი იცის, ის გამოშტერებულია და მეორეც – უბედურება ის არის, რომ ახალი თაობა (თაობები) გაიზარდა და ესენი ისევ ე.წ. პოლიტიკაში არიან.

ამ წლის ბოლოს ეს მარაზმი უნდა დასრულდეს!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ