მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე.

ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში.

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2005 – ბორჯომის საპატიო მოქალაქე; 1999 – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; 1991 – ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე; 1987 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1987 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ასევე იხილეთ