ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გაყინვაზე: მათ არ აინტერესებთ შეიარაღებული ძალების რეალური დახმარება
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეალურ შინაარსს, თუ რა სურთ ამ ძალებს. მათ არ აინტერესებთ სახელმწიფო და კონკრეტულად, შეიარაღებული ძალების რეალური დახმარება”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატი ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვის შესახებ პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეალურ შინაარსს, თუ რა სურთ ამ ძალებს. მათ არ აინტერესებთ სახელმწიფო და კონკრეტულად, შეიარაღებული ძალების რეალური დახმარება. ამ გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს არ არის მათი პრიორიტეტული ამოცანა. სწორედ არასამთავრობო სექტორი არის მათი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, რომელსაც დღეს უკვე აშკარად იყენებენ. ნათელი ხდება, რომ მათ არასამთავრობო სექტორი ჰყავთ არა სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად, არამედ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სწორედ ამიტომაც არ უნდათ, რომ ეს უკანონო საქმიანობა გამხდარიყო საზოგადოებისთვის ღია და გამჭვირვალე და სწორედ ამიტომ არიან ამ კანონის წინააღმდეგნი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.