“განცდა მაქვს, რომ გარკვეულ ჯგუფებს, რომელთაც გავლენა აქვთ, მათ შორის, ელჩებზე, მცდელობა აქვთ, რომ არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ, საქართველოში დასვან მარიონეტები ხელისუფლებაში, როგორც ჰყავდათ და აქ მეორე ფრონტი გახსნან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ჩვენი ჯარისკაცები ყველა მისიაში მონაწილეობდნენ – ავღანეთსა და ერაყში, რაც იყო მსოფლიო უსაფრთხოების პროგრამა. რამდენი გარდაიცვალა და დასახიჩრდა ამ მისიებში? – ამის შემდეგ, რა პასუხია 30 მილიონით ჯარს არ დავაფინანსებთ და ლომჯარიები უნდა დავაფინანსოთ, რათა რევოლუცია მოაწყონო. ეს მიუღებელი, უსამართლოა და ამას ქართველი ხალხი არ გაატარებს.
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს და პარლამენტში კიდევ უფრო მეტი წარმომადგენლობა გვეყოლება, რადგან ამ მუქარებს, უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტს ქართული საზოგადოება არ გაატარებს. ამას არ იმსახურებს არც ქართული სახელმწიფო, არც ქართველი ხალხი და არც ქართული ჯარი“, – განაცხადა ზარქუამ.