top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული მსახიობის, ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართველი მსახიობის, ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქეთევან კიკნაძემ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში, რომელიც თაობებმა შეიყვარეს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული მსახიობისა და სახალხო არტისტის, ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა ქეთევანმა არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში, რომელიც თაობებმა შეიყვარეს. ვუსამძიმრებ ქალბატონი ქეთევან კიკნაძის ოჯახს, მის ახლობლებს და კოლეგებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 12 ივლისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ასევე იხილეთ