გერმანულმა საინფორმაციო სააგენტო DPA-მ წაშალა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ და გერმანია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგეები არიან
გერმანულმა საინფორმაციო სააგენტო DPA-მ წაშალა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ და გერმანია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგეები არიან.
გერმანულმა საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნა, რომ ემანუელ მაკრონს არ უთქვამს მისთვის მიკუთვნებული ციტატა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა აშშ-ისა და გერმანიის „ძლიერი წინააღმდეგობა“ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის მიწვევის მიმართ.
აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის წამყვანმა საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს.