ხავიერ კოლომინა: NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კოლომინა აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და NATO-საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კარგი შეხვედრა გვქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, NATOსაქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, NATOსაქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით და რეგიონული მოვლენები. NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ხავიერ კოლომინა.

ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში, NATO-ს საიუბილეო 75-ე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე იხილეთ