„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი: მინდა, გუნდშიც ისეთი ჩაკვეტაძე ვნახო, როგორიც ნაკრებშია

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

როგორც ინგლისელმა სპეციალისტმა აღნიშნა, თავის გუნდშიც ისეთი გიორგის ნახვა სურს, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში ნახა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ევროპის ჩემპიონატი მის გონებაში იყო სეზონის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც. თუმცა, ახლა იმედი მაქვს, რომ ის დაბრუნდება ნათელი გონებით და მზად იქნება „უოტფორდში“ სათამაშოდ, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს.

მინდა, ყოველ კვირას „უოტფორდის“ მაისურითაც ის გიორგი ვნახო, რომელიც ვნახეთ ევროპის ჩემპიონატზე, როცა მისი ქვეყნისთვის თამაშობდა. ის ფანტასტიკური იყო გერმანიაში და კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომლითაც ძალიან ვამაყობ. „უოტფორდში“ ყველასთვის სასიამოვნოა, თუ როგორ წარმოადგენს ჩვენი მოთამაშე დიდ სცენებზე კლუბს. საქართველომ ისტორია დაწერა და დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგ ხასიათზე დაბრუნდება და მზად იქნება, გუნდშიც წარმოაჩინოს კარგი ფორმა“, – განაცხადა კლევერლიმ.

ასევე იხილეთ