ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობასა და პოლიტიკურ პლატფორმა “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” დაარსებას ეხმიანება.
ოდიშარიას თქმით, ამერიკულ ფილმებში სერიულ მკვლელებზე, დამნაშავეები საჯარო ტუალეტში რომ იკეტებიან და გარეგნობას იცვლიან, მაგრამ მაინც იგივე დამნაშავეები გამოდიან კაბინიდან, ეგ იყო ნაცები რომ შეიკრიბნენ და “ერთობა” დაირქვეს.
„ამერიკულ ფილმებში სერიულ მკვლელებზე, დამნაშავეები საჯარო ტუალეტში რომ იკეტებიან და გარეგნობას იცვლიან – თმას იღებავენ, წვერს იპარსავენ, სხვა ტანსაცმელს იცვამენ, მაგრამ მაინც იგივე დამნაშავეები გამოდიან კაბინიდან, ეგ იყო ნაცები რომ შეიკრიბნენ და “ერთობა” დაირქვეს. ხო აი, აღარ ხართ რეიპისტები და სისტემური დამნაშავეები, ვეღარ გიცანით, ლაშა ბაქრაძის ხალმა აგვიჭრელა თვალები“, – წერს ოდიშარია Facebook-ზე.