top_leaderboard

ნანა კაკაბაძე: ჩვენი მიზანი არის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, მშვიდობა სწორი განვითარებისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

„ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სწორედ საზოგადოებამდე მივიტანოთ ის პლუსები და მინუსები, რომლებიც ამ გაერთიანებაში გაწევრიანებას თან ახლდება”, – ამის შესახებ ახალდაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროკავშირში და ნებისმიერ კავშირში გაერთიანება საზოგადოებისთვის არ არის აღქმული, როგორც საშუალება. ამ პიარმა, ფაქტობრივად, საზოგადოების დიდ ნაწილში დაიმკვიდრა თავი, თითქოს, ჩვენი მიზანი არის რომელიმე კავშირის წევრობა. ჩვენი მიზანი არის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, მშვიდობა სწორი განვითარებისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი პრობლემა. ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სწორედ საზოგადოებამდე მივიტანოთ ის პლუსები და მინუსები, რომლებიც ამ გაერთიანებაში გაწევრიანებას თან ახლდება“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

ასევე იხილეთ