გიორგი ვოლსკი: ხაზარაძის, გვარამიას, მელიასა და ჯაფარიძის ხასიათები თუ ერთმანეთს არ შეესაბამება, ამას თავისი მიზეზი აქვს

“ხაზარაძის, გვარამიას, მელიასა და ჯაფარიძის ხასიათები თუ ერთმანეთს არ შეესაბამება, ამას თავისი მიზეზი აქვს – საკუთარი თავი ყველას პრინცად და ჰერცოგად მიაჩნია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ლელო“ წავიდა თუ არა, არაფერს ნიშნავს, იქ არის. შეიძლება, რაღაც პიროვნული შეუთავსებლობა აქვთ. ახლა სალომე ზურაბიშვილი გარედან აგროვებს ხალხს, რაღაც პოლიტიკური ინდმეწარმეების გაერთიანებას, ვინც მის გვერდზე გამოჩნდება და რომლებიც ფანჩატურში ისხდნენ. დღეს ამ ადამიანებს შორის განსხვავება მხოლოდ პიროვნულ ამბიციებშია. არაფერშია სხვა სხვაობა – არც პროგრამაში, არც პათოსში, არც ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაში. ყველა ცდილობს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას და რევოლუციური პროცესების განვითარებას. ამ იდეების განხორციელების თაობაზე საუბარში ყველაზე წარმატებული არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთაც ზურაბიშვილს ქარტიაზე მოუწერეს ხელი. თუ ხაზარაძის, გვარამიას, მელიასა და ჯაფარიძის ხასიათები ერთმანეთს არ შეესაბამება, ამას თავისი მიზეზი აქვს – ყველას საკუთარი თავი პრინცად და ჰერცოგად მიაჩნია. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ისეთი უწმაწური სიტყვები გამოიყენეს, რასაც ვერ იტყვი, მაგრამ დღეს მასთან ერთად ქარტიას ხელი მოაწერეს. საკუთარ თავს ახალს ეძახიან, მაგრამ იგივეა, რაც მუმიაზე თქვა, რომ ის ახლადშობილი ადამიანია. „ლელო“ გარიდებას ცდილობს იმ სისხლისგან, რომელიც დაღვრილია. ისინი სუფთა პოლიტიკური ჯგუფების წევრებად ცდილობენ თავის წარმოჩენას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანდნენ. 9 ივლისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „ლელოსთან“ შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ასევე იხილეთ