კასპში ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ კასპში დასრულდა ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია.

რეაბილიტირებული შენობა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

კულტურის სახლს, რეაბილიტაცია ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებია. პროექტის დასრულებამ უზრუნველყო  სამუშაო და სამეცადინო პირობების გაუმჯობესება. ცენტრს ექნება როგორც კულტურული ასევე, საგანმანათლებლო დატვირთვა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელიც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბამამ“ განახორციელა.

ასევე იხილეთ