ირაკლი კირცხალია: ჩვენი ოპოზიცია ქართველ ხალხს არ წარმოადგენს, მათი მიდგომები სრულიად ვასალურია
“ჩვენი ოპოზიცია ქართველ ხალხს არ წარმოადგენს, ჩვენი ოპოზიცია იმართება და მათი მიდგომები სრულიად ვასალურია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებზეა საუბარი, მათ არასამთავრობო ორგანიზაციების არსი დაარღვიეს. ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იყენებდნენ ამ არასამთავრობო ნიღაბს თავიანთი პარტიების დასაფინანსებლად. ისინი აღარც მალავენ ამ ყველაფერს და კოლექტიურად არიან ჩართული ქვეყნის დესტრუქციაში. ფუჭია მათი ყოველგვარი მცდელობა, რადგან ის სცენარი, რაც მათ ჩაფიქრებული აქვთ, არ გამოვა. საქართველო მშვიდობით და სტაბილურობით განვითარდება“, – აღნიშნავს კირცხალია.
საქართველოს ევროინტეგრაციასა და ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, დახურულ კარს მიღმა, კონფერენციაზე იმსჯელეს, რომელშიც მესამე სექტორი, გერმანიის ელჩი და გერმანელი დეპუტატები მონაწილეობდნენ.