ნენსი პელოსის აზრით, ბაიდენმა უნდა გადახედოს საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა და პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმგანაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა გადახედოს საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას.
ნენსი პელოსის თქმით, პრეზიდენტმა უნდა გააგრძელოს თავისი ვარიანტების აწონვა.
„პრეზიდენტის გადასაწყვეტია, აპირებს თუ არა კანდიდატურის დაყენებას. ჩვენ ყველანი მოვუწოდებთ მას ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ, ვინაიდან დრო იწურება“, – აღნიშნანენსი პელოსიმ.
„მე მინდა მან ის გააკეთოს, რასაც გადაწყვეტს. და ეს ასეა. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ჩვენ მასთან ვართ“, – დასძინა მან.