კოლორადოს სენატორი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს
კოლორადოს სენატორი მაიკლ ბენეტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს. ამის შესახებ ბენეტმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, სატელევიზიო დებატებში ბაიდენის წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ვერ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ მათ აქვთ არჩევნებში გამარჯვების გეგმა.
„დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების გზას ადგას და შესაძლოა, მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს. შესაძლოა, მან წაიღოს სენატი და წარმომადგენელთა პალატაც. ამიტომ ჩემთვის ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს არის მორალური საკითხი ჩვენი ქვეყნის მომავლის შესახებ“, – აღნიშნაბენეტმა.