გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მაიდანზეც წავლენ, უკრაინიზაციაზეც წავლენ
„ეს არაფერს ცვლის. პასუხისმგებლობა არ არსებობს, გარდა ერთი გააფთრებული მისწრაფებისა, რომ როგორმე ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ“, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკიოპოზიციის გაერთიანების და ახალი კონფიგურაციის შექმნის მცდელობებს.
გადაცემა „იმედი LIVE“-ში საუბრისას გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ახალი სახელების ქვეშ ერთიანდებიან ძველი სახეები, რომელთათვისაც ხალხის ინტერესები მეორეხარისხოვანია.
„რასაკვირველია, ჩვენ ჩვენი გვტკივა, ჩვენი ნერვი გვაწუხებს, ჩვენი ინტერესი გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჯახის ეს უშველებელი მოცულობაა მსოფლიოში, რასაკვირველია, სხვას, ვინც ამ ჯახში მონაწილეობს, უშუალოდ ურჩევნია მოკავშირედ ის ჰყავდეს, აი, ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან საკვანძო ზონაში, შუა დერეფანი მაქვს მხედველობაში, ვინც ასე თავისი ქვეყნის სახელმწიფო და ხალხის ინტერესებით კი არ ლაპარაკობს, ლაპარაკობს სხვა ინტერესებით. მაიდანზეც წავლენ, უკრაინიზაციაზეც წავლენ. რეალურად, ჩვენ ხომ არაფერს ვიგონებთ? ჩვენ ანტიდასავლური რიტორიკა არ გვაქვს, მაშინ ანტიდასავლური რიტორიკა დავაბრალოთ ნებისმიერ ამერიკელს, რომელიც აკრიტიკებს ბაიდენის ხელისუფლებას. ჩვენ გვაქვს პროქართული, ხალხის ინტერესების გამომხატველი რიტორიკა“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.