ორბანი: NATO უნდა შენარჩუნდეს, როგორც თავდაცვითი ალიანსი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ NATO უნდა შენარჩუნდეს, როგორც თავდაცვითი ალიანსი.
„75 წლის წინ, NATO შეიქმნა, როგორც მშვიდობის პროექტი. უნგრეთის სახელით მე ვაცხადებ, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ NATO ისეთი, როგორიც უნდა იყოს: თავდაცვითი ალიანსი“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.