ინგლისი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი გახდა
ინგლისი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი გახდა. დორტმუნდში გამართულ მატჩში ინგლისმა ნიდერლანდები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩის მე-7 წუთზე ნიდერლანდები სიმონსის გოლით დაწინაურდა.
მე-18 წუთზე კეინმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
91-ე წუთზე კი უოტკინსმა ინგლისს გამარჯვება მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ინგლისსა და ესპანეთს შორის 14 ივლისს ბერლინში გაიმართება.