გიორგი ვოლსკი: გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმ ხარისხის პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას
„ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი პოლიტიკა განვახორციელოთ, ვთქვათ დაზუსტებით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე და ვინმეს მიმართ ქედის მოხრის გარეშე, ჩვენ გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმ ხარისხის პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ აშშ-სთვის გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა, ვიდრე არეულობა.
„ჰენრი კისინჯერს შევხვდით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვმუშაობდი მაშინ და მქონდა ბედნიერება, გველაპარაკა იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს შექმნის და განვითარების პერსპექტივა და რა უნდა გავითვალისწინოთ. ეს დამამახსოვრდა და სტუდენტებსაც რომ ვხვდები, სულ ამ თემაზე მაქვს საუბარი.
პირველი, უნდა იცოდეთ ერთი რამ, რომ ხიდების დაწვა არ შეიძლება. მეორე, უნდა იცოდეთ ის, რომ ყოველთვის თქვენი თამაში ითამაშოთ, როგორც თქვენს ხალხს სჭირდება. მესამე და მთავარი, ეს არის – იმსჯელეთ შედეგების მიხედვით. ეს სამი თემა არ არის, რომ ვირტუალურად გვიდევს მაგიდაზე ჩამოწერილი და ზუსტად ამით მივყვებით, სხვადასხვაა, მაგრამ გონივრულია. ითვლება, რომ ეს ადამიანი, როგორც გამოცდილი, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ყველაზე კარგად მცოდნეა ამ მსოფლიო კონიუნქტურის.
ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი პოლიტიკა განვახორციელოთ, ვთქვათ დაზუსტებით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე და ვინმეს მიმართ ქედის მოხრის გარეშე, ჩვენ გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმ ხარისხის პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-სთვის გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება მომავალში, აი, ამ პატარა, ჩვენი ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა, ვიდრე არეულობა, იმიტომ რომ ამ არეულობით, ყოველთვის ისტორიის მანძილზე, 1990-იან წლებში, 2008 წლის წინა პერიოდში ისარგებლა რუსეთმა.
ჩვენ ვამბობთ, რომ ბოლოს და ბოლოს, ოდესმე მოვა ის დრო, როდესაც ბირთვული ომის მუქარის მაგივრად იქნება გარკვეული შეთანხმება დიდ მოთამაშეებს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო აღარ იარსებებს და კაცობრიობა დიდი საფრთხის წინაშე დადგება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.