top_leaderboard

გიორგი მამაცაშვილი: იმქვეყნიურ საქართველოს შეუერთდა ქეთევან კიკნაძეც – უსაყვარლესი გამორჩეული ქართველი მსახიობი…

 

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი მსახიობ ქეთევან კიკნაძეს ემშვიდობება და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს:

„სათნო, გულწრფელი, უღალატო, დიდი…

გიგა ლორთქიფანიძეც დიდი ადამიანი იყო და ქეთევან კიკნაძეც.

ჩვენ ბედნიერება გვხვდა წილად, მათ თანამედროვეებად ვიწოდებოდეთ.

დიდი ქართველები იყვნენ ბატონი გიგაც და ქალბატონი ქეთინოც…

დიდი და საამაყო ქართველები!

გულწრფელად ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ქალბატონი ქეთევანის გარდაცვალების გამო მის დიდ და ბრწყინვალე ოჯახს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის, მედიაჰოლდინგ “რეპორტიორის” და პირადად ჩემი ოჯახის სახელით.

მე მქონდა ბედნიერება, მათ უმცროს მეგობრად მეგრძნო თავი.

თეატრალური ინსტიტუტის რექტორობისას ბატონ გიგასთანაც ხშირი ურთიერთობა მქონდა და შემდგომშიც, ქალბატონ ქეთევანთანაც, პირადი თუ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროსაც გულწრფელად ამაყი ვიყავი მათთან ურთიერთობით…

ბოლო წლებშიც, არაერთგზის გამოუხატავს მხარდაჭერა და მოუცია სტიმული პირადად ჩემთვისაც…

დიდი მადლობა, ნათელო ადამიანო!

იმქვეყნიურ საქართველოს შეუერთდა ქეთევან კიკნაძეც – უსაყვარლესი გამორჩეული ქართველი მსახიობი…

ნათელი მათ სულებს – ახლა უკვე ერთად იმქვეყნიურ ქართულ სამოთხეში…”

ასევე იხილეთ