top_leaderboard

ნინო წილოსანი: ნატოს დეკლარაციაში მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რუსეთის ჯარმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია

“ნატოს დეკლარაციაში მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რუსეთის ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია, ეს ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური სამყაროს თანადგომის დადასტურებაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანი ჩანაწერია ნატოს დეკლარაციაში, კიდევ ერთხელ წამოვიდა მოთხოვნა, რუსეთის ჯარებმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მყარი დადასტურებაა საქართველოს ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და დასავლური სამყაროს თანადგომის. ამის ფონზე, ოპოზიციურ ველში მთელი დილაა ჟრიამულს ვხედავთ. განსაკუთრებით თვალში მომხვდა გუკა პეტრიაშვილის პოსტი. ის პარალელს ავლებს 2008 წელს ნატო-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელსაც შეიძლება, დადასტურებულად არა, მაგრამ შემდგომი არაერთი შეფასებით, საქართველოში 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა. ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი უმრავლესობა პარალელს ავლებენ 2008 წლის ნატო-ს ჩანაწერზე, რომელსაც ესკალაცია და საომარი დაძაბულობა მოჰყვა, ამას ისურვებენ და უჭერენ მხარს. რა თქმა უნდა, ეს შეფასებული ვერ იქნება.

ჩვენ სახელმწიფო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი თუ განცხადება არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს, რადგან ამ ეტაპზე სამწუხაროდ, ნატოს ქოლგა საქართველოს არ იცავს. ნატოს წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს განცხადებებში ყოველთვის უფრო ფრთხილი ვიქნებით და ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, რომ მათი მხრიდან დამოკიდებულება სწორედ, ამ მოცემულობის გათვალისწინებით იყოს შეფასებული“, – აღნიშნა წილოსანმა.

 

ასევე იხილეთ