top_leaderboard

ევრო 2024-ის ფინალს ფრანგი მსაჯი ფრანსუა ლეტესიე გაუძღვება

უეფა-მ ევრო 2024-ის ფინალური მატჩის მთავარ არბიტრად ფრანგი ფრანსუა ლეტესიე დანიშნა.

35 წლის მსაჯმა კარიერა 2017 წელს დაიწყო და მას შემდეგ უეფა-ს ეგიდით გამართულ 65 შეხვედრაზე იმუშავა. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კი ის სამი შეხვედრის მთავარი მსაჯი გახლდათ. ლეტესიე მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრასაც უძღვებოდა.

ლეტესიეს ასისტენტები ასევე ფრანგები, სირილ მუნიე და მეჰდი რაჰმუნი იქნებიან, მეოთხე არბიტრი კი პოლონელი შიმონ მარჩინიაკია. ვიდეორეფერიზე პასუხისმგებელი მსაჯიც ფრანგია – ჟერომ ბრისარი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ესპანეთსა და ინგლისს შორის 14 ივლისს ბერლინში ჩატარდება, შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ