ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელია
ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ ითამაშებს. ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ, საფეხბურთო კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა. „სენტ ეტიენის“ ვებგვერდზე ფეხბურთელის ბიოგრაფიის შესახებ ვრცელი სტატიაც გამოაქვეყნეს.
მანამდე, 8 ივლისს, აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გაავრცელა.
დავითაშვილმა „ბორდოს“ მაისურით 38 შეხვედრაში 8 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„სასიამოვნოა, რომ ასეთი ისტორიის გუნდს შევუერთდი, მიხარია, რომ ამ სტადიონზე ასეთი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებ“, – აცხადებს დავითაშვილი.