სოზარ სუბარი: არჩევანი არის საქართველოს გადარჩენას, მის ევროპულ ინტეგრაციას, ქვეყნის ომში ჩართვასა და განადგურებას შორის
„არჩევანი არის საქართველოს გადარჩენას, მის ევროპულ ინტეგრაციას, ქვეყნის ომში ჩართვასა და განადგურებას შორის. საქართველოს ომში ჩართვა იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვა” – ამ სიტყვებით პასუხობს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი გადაცემა „იმედი LIVE“–ში ოპოზიციის ბრალდებებს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.
„არჩევანი არის საქართველოს გადარჩენას, მის ევროპულ ინტეგრაციას, ქვეყნის ომში ჩართვასა და განადგურებას შორის. საქართველოს ომში ჩართვა იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. მეორე ალტერნატივა ჩვენ გვაქვს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, განვავითაროთ ეკონომიკა და სანამ დაიწყება მთელ მსოფლიოში გადატვირთვა, მანამდე, მთავარი ამოცანა გვაქვს, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ განადგურებას. ომის დაწყებაც კი არ არის საჭირო, რომ ეკონომიკური ზრდა ჩამოიშლება 5 წუთში. ომიც რომ არ დაიწყოს, 5 ბომბი უნდა ენერგეტიკის სადგურებს, რომ განადგურდეს და დავბრუნდეთ ბნელ 90–იანებში, ეს უნდა ავაცილოთ საქართველოს.
მეორე ალტერნატივა პირდაპირ თქვა რადიკალურმა ოპოზიციის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ – ცეცხლი, ბომბების წვიმა გვირჩევნიაო და ამას ნატრობს დღემდე მთელი ოპოზიცია და არა მხოლოდ ნატრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მიიღონ. ეს უნდა ავაცილოთ ქვეყანას და ამის შემდეგ იქნება ევროპული ინტეგრაცია.
როცა ვლაპარაკობთ ჩრდილოეთის არჩევანზე, ვინც ჩაითრია საქართველო ომში და აბსოლუტურად შეგნებულად ჩაითრია სააკაშვილმა ამ ომში, ამბობს დღეს, ვითომ ოპოზიციის პროდასავლელი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი. აბსოლუტურად შეგნებულად ჩააბარა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% –იო, ამბობდა სალომე ზურაბიშვილი, სანამ იმავე ოპოზიციის ლიდერი არ გახდებოდა. სწორედ, აი, ეს ძალა იყო, რომელმაც ვერ, ან არ ააცილა საქართველოს ომი, ან სრულიად შეგნებულად ჩართო საქართველო ამ ომში და ამით გააკეთა ოკუპანტის საქმე. აი, ეს არის ძალა, რომელიც სინამდვილეში ჩრდილოეთის ვექტორს ახორციელებს საქართველოში.
ჩვენი ხელისუფლება არის ის ძალა, რომელმაც მიაღწია ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას და დღეს უკვე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ეს გზა გაგრძელდება და გაგრძელდება სწორედ არჩევნების შემდეგ, როდესაც დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს. ქართველ ხალხს აქვს ორი არჩევანი , საქართველოს გადარჩენა და ამ გადარჩენით ევროპულ ოჯახში ჩვენი გაწევრიანება, შესაბამისი კეთილდღეობით, შესაბამისი დაცულობის ქოლგით, შესაბამისი ეკონომიკური განვითარებით და მეორე არჩევანი არის ქვეყნის ომში ჩართვა და განადგურება.
რეალურად ჩვენი ოპოზიცია მოგვიწოდებდა, რომ შევერთებოდით სანქციებს და ამით ჩამოგვექცია საქართველოს ეკონომიკა, მარტო ერთი წლის განმავლობაში 18%–იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა და დღეს ხელფასის და პენსიის დარიგება იქნებოდა სერიოზული პრობლემა, დავბრუნდებოდით შევარდნაძის პერიოდში. ეს ავაცილეთ ქვეყანას თავიდან და ამის სანაცვლოდ ჩვენ გვაქვს ზრდა. მარტო წელს თითქმის 600 მილიონით გაიზარდა ბიუჯეტი იმ დამატებითი შემოსავლების ხარჯზე, რაც გვაქვს.
დღეს გამოქვეყნდა ევროსტატის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, თითქმის 20–30%–ით გაიზარდა ბალტიისპირეთი სამი ქვეყნის ვაჭრობა რუსეთთან, საქართველოსი შემცირდა და ამათი გაიზარდა. თუ საქართველოს ვაჭრობა 2023 წელს იყო 600 მილიონი, ორ მილიარდზე მეტი იყო ლატვიის და ლიეტუვის ვაჭრობაც. ორივე არის საქართველოზე ნაკლები მოსახლეობით. ეს არის მათი ორმაგი სახე და გაიზარდა ისეთ სახეობებში, რომლებიც არც აწარმოებენ ზოგ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში რუსეთი იყენებს ამ კომპონენტებს თავის შეიარაღებაში. ყველა რუსულ რაკეტაში, რომელიც ფეთქდება უკრაინაში, იქ არის დაახლოებით 60–მდე კომპონენტი, ეს კომპონენტები შედის პირდაპირ დასავლეთის ქვეყნებიდან“–განაცხადა სოზარ სუბარმა.