სოფელ ოკამში გზაზე არმირებული ბეტონის საფარის დაგების სამუშაო დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, ე.წ. თათარაშვილების უბანში, გზაზე არმირებული ბეტონის საფარის დაგების სამუშაო დასრულდა.
რეაბილიტირებული გზის სამუშაოს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
აღნიშნულ პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ი/მეწარმე დავით სუხაშვილმა განახორციელა.
ადგილობრივებისთვის პრობლემური გზა გადასაადგილებლად ახლა უკვე კომფორტული და უსაფრთხოა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.