გიორგი ვოლსკი: “ნაცმოძრაობისგან”, ახალი სახელი ექნება თუ ძველი, არაფერი უნდა გაგიკვირდეს

“ნაცმოძრაობისგან“, ახალი სახელი ექნება თუ ძველი, არაფერი უნდა გაგიკვირდეს, რადგან ისინი სისხლით და დანაშაულებებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნოდარ დუმბაძემ თქვა ერთხელ, შუბლზე ძარღვი რომ გაგიწყდება, შემდეგ ყველაფრის გამკეთებელი ხარ ადამიანიო. „ნაცმოძრაობისგან“, ახალი სახელი ექნება თუ ძველი, არ უნდა გაგიკვირდეს, რადგან ისინი სისხლით და დანაშაულებებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. აქ კიდევ დაემატნენ გარკვეული ფიგურანტები, მაგრამ გახარიასთვის ძალიან რთულია, გაერთიანდეს ამ ჯგუფში. ამიტომ შემოვლითი გზით აპირებს შემოძრომას ამ კონგლომერატში. ეს არ არის ეკლექტური, ეს არის თანამოაზრეთა გაერთიანება, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. სალომეს გარშემო დადგებიან, სალომეს გვერდით მოიტოვებენ, მათთვის ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ის ძარღვი უკვე გაწყდა და არავითარი შედეგი არ მოუტანია. მით უმეტეს, პრინციპებზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ