სენტ ეტიენის მწვრთნელი დავითაშვილზე: ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია პასების გაკეთება, მაგრამ ასევე ფინიშერიცაა

სენტ ეტიენში ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ფრანგულ კლუბთან ქართველმა შემტევმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ ხაზი დავითაშვილის ტექნიკურ თვისებებს და გამოცდილებას გაუსვა:

„ზურიკო გუნდს გააძლიერეს ტექნიკური უნარებით, მაგრამ ასევე მოგვიტანს გამოცდილებას, განსაკუთრებით საერთაშორისოს, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია პასების გაკეთება, მაგრამ ასევე ფინიშერიცაა. ნამდვილად კარგი ხარისხის ფეხბურთელია, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში ბურთიც შევინარჩუნოთ”, – აღნიშნა დალ’ოლიომ.

კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ კომენტარი 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა:

„სასიამოვნოა, რომ შევუერთდი ამ ისტორიულ კლუბს. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მოუთმენლად ველოდები “ჟოფრი-გიშარის” სტადიონზე საოცარი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. ლიგა 1 რთული ჩემპიონატია, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა”, – თქვა ზურიკომ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა გასულ სეზონში ლიგა 2-ში 37 მატჩში თავი 8 გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. დავითაშვილმა ევრო 2024-ზე ოთხივე შეხვედრაში ითამაშა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ერთხელ იყო (ჩეხეთთან). მთლიანობაში საქართველოს ნაკრებში 39 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. საკლუბო კარიერაში ის ბორდომდე დინამო თბილისის, თბილისის ლოკომოტივის, რუბინის, როტორის, ტულის არსენალის და დინამო ბათუმის რიგებში გამოდიოდა.

ასევე იხილეთ