ქუთაისის „ტორპედოს” მორიგი ტრანსფერი
ქუთაისის „ტორპედომ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 26 წლის გვინეელ ფორვარდ მომო იანსანესთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
იანსანე „ტორპედოს” ხორვატიის მეორეადგილოსან რიეკადან შეუერთდა. იქ გადასვლამდე, აფრიკელი შემტევი შერიფის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად როგორც – ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპალიგაზე ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
საერთო ჯამში, იანსანეს შერიფის მაისურით 15 გოლი მოუგროვდა და მის აქტივში მოლდოვის ჩემპიონობა და თასიც გახლავთ.
„ტორპედოს” ახალწვეული გვინეის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, 2022 წელს კი მისი დებიუტი ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც შედგა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედო” გუშინ უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო წრეში ჩაება და ალბანურ ტირანასთან 1:1 ითამაშა. განმეორებითი შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება.