ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის პოლიტიკური შესაძლებლობების სჯერა და მისი დაუფასებლობა შეცდომა იქნებოდა
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლიტიკური შესაძლებლობების სჯერა. შოლცის თქმით, დიდი შეცდომა იქნებოდა ბაიდენის სათანადო დაუფასებლობა. მან ამერიკის პრეზიდენტს „არაჩვეულებრივი აგიტატორი“ უწოდა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა NATO-სთან მიმართებით ჯო ბაიდენის როლს ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.
„შემიძლია, გითხრათ ჩემი გადმოსახედიდან, იმ ადამიანისგან, ვინც საუბრობს ბაიდენთან, რომ ბაიდენი ძალიან კონცენტრირებულია და ინტენსიურად აკეთებს იმას, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ალიანსის სათავეში ყოფნისას“, – აღნიშნა შოლცმა.