უზრა ზეია: მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკოს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის
„მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკოს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს და ცესკოს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრას ეხმაურება.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
„მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკოს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, მათ შორის, არჩევნებზე ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვებისთვის. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისთვის არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.