ტრამპი: ობამას სურს ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლა

„ობამა არასდროს სცემდა პატივს ბაიდენს, მიიჩნევდა, რომ ის სულელია”, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე.

„ობამასა და ბაიდენს სძულთ ერთმანეთი! ობამა არასდროს სცემდა პატივს ბაიდენს, მიიჩნევდა, რომ ის სულელია. საინტერესო რამდენიმე კვირა გველოდება. ობამას სურს ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლა, მას კამალა ჰარისი სურს!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით.

როგორც ტელეკომპანია CNN იუწყება, ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, თუ რამდენად რთული გახდა პრეზიდენტისთვის დონალდ ტრამპის დამარცხება.

CNN ესაუბრა კონგრესის წევრებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც კავშირში არიან როგორც ობამასთან, ასევე პელოსისთან. წყაროების განცხადებით, ბაიდენის კანდიდატურის მოხსნა აშკარაა და ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის გასარკვევი, თუ როგორ განვითარდება ეს სცენარი.

 

ასევე იხილეთ