გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ და ყველა კანონის დაცვით

“არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჯერ ნაადრევია საუბარი, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, ჩატარდება ყველა კანონის დაცვით და საზოგადოებრივი განწყობა ადეკვატურად აისახება საარჩევნო შედეგებში”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ დამფუძნებელმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიტიკოსების შეფასებებს, რომ შესაძლოა, მიზანმიმართულად დასავლეთმა არჩევნების შედეგები არ აღიაროს.

„რაც შეეხება აღიარების ან არაღიარების საკითხს, როდესაც წინასწარ აკეთებ განცხადებებს და აკეთებ მინიშნებებს არჩევნების არაღიარებაზე მაშინ, როდესაც ჯერ შედეგები არ გვაქვს სახეზე, ბუნებრივია, ეს შენს არაობიექტურ პოზიციას და ამ პოზიციის დეკლარირებას ახდენს, რაც საზოგადოებაში იწვევს იმედგაცრუებას. ჯერ უნდა დაიდოს საარჩევნო შედეგები და აქედან გამომდინარე, გააკეთონ დასკვნები.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ჩვენ მოველით, რომ ჩვენი ხელისუფლება შეძლებს ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ მას კვლავ გამოუცხადოს ნდობა“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

 

ასევე იხილეთ