გიორგი სოსიაშვილი: ის ძალები ცდილობენ დღეს გაერთიანებას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 2012 წლამდე მიიყვანეს დახეიბრებული, ნამუსახდილი, პატივაყრილი
“არასდროს დაგვავიწყდება რა ძალასთან გვაქვს საქმე. ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყანა 2012 წლამდე მიიყვანეს, დახეიბრებული, ნამუსახდილი, პატივაყრილი და ეს ძალები ცდილობენ დღეს გაერთიანებას და იმას, რომ სახეცვლილებით წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე, მაგრამ ჩვენ ხალხს არ ავიწყდება რა ძალასთან აქვთ საქმე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა „შაბათის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ოპონენტებს ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ – ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
„ეს ადამიანები ჩვენს ეროვნულ იდენტობას ებრძოდნენ და ჩვენი საზოგადოება ამ ძალების ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს. არსებული კვლევები, საზოგადოების განწყობა, ამის თქმის საფუძველს იძლევა. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აბსოლუტურად სხვადასხვა ღირებულების, მაგრამ ძალაუფლების დიდი წყურვილის მქონე ძალები არიან შეკრებილი. კარგად ვიცით, რომ ჩვენმა ხალხმა ჯოჯოხეთი გამოიარა. ის ადამიანები, რომლებიც ახლა გაკეთილშობილებული სახით იყურებიან, მათ ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინაშე. ცდილობენ გაურკვეველი წარმოშობის თანხებით დაფინანსებას და შემდეგ პირდაპირი შტურმის მიტანას ჩვენს იდენტობაზე. ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ – ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი. ისინი ერთმანეთის მლანძღველები იყვნენ და დღეს მოგვევლინნენ ვითომ ერთიან ძალად“, – აცხადებს სოსიაშვილი.