კირილ ბუდანოვი: პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, თუმცა წარუმატებელი

“პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, თუმცა წარუმატებელი”, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„მცდელობები იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერჯერობით, წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც ჩემი ბებია მეუბნებოდა, ხალხი სტალინის სიკვდილის შემდეგ ფიქრობდა, რომ მთელი სამყარო დაინგრა, გაურკვეველი იყო, როგორ უნდა ეცხოვრათ. პუტინი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაშია, ასე, რომ ეს იქნება მსგავსი გრძნობა. ახლა რუსებს აქვთ მისი დაკარგვის შიში, რადგან ის არის მათ ცხოვრებაში სტაბილურობის მთავარი გარანტი”, – განაცხადა ბუდანოვმა.

ასევე იხილეთ