ბენიამინ ნეთანიაჰუ: “ჰამასის” ლიკვიდაცია ომის ერთ-ერთი მიზანია
“ჰამასის” ლიკვიდაცია ომის ერთ-ერთი მიზანია”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან პირობა დადო, რომ ისრაელი “ჰამასის” ყველა ხელმძღვანელს გაანადგურებს.
„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ისრაელის ყველა მიზანი მიღწეული იქნება. ყველა მიზნის მიღწევა მოიტანს სრულ გამარჯვებას. ბოლო კვირებში, ისრაელის სამხედრო ზეწოლის შედეგად, ჩვენ ვხედავთ სისუსტეს „ჰამასში.“ ისრაელის ძალები ღაზაში წინ მიიწევენ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.