ლევან ნიკოლეიშვილი: NDI უკვე არა თუ უხეშად და უტიფრადაა ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ რეალურად, ოპოზიციის საწვრთნელ ბაზად ჩამოყალიბდა
“აშშ -ს NDI (National Democratic Institute- ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი) უკვე არა თუ უხეშად და უტიფრადაა ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ რეალურად, ოპოზიციის საწვრთნელ ბაზად ჩამოყალიბდა. ერთია რომ NDI-ს მიერ ხორციელდება ოპოზიციის ე.წ. ტრენინგები, ისინი ასევე ორგანიზებას უწევენ მათ სხვა და სხვა შეხვედრებს”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პარტია “ლელოს” და ოპოზიციის სხვა ლიდერებს წნორში NDI-იმ უმასპინძლა და პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას საარჩევნო დაპირებები გააცნეს.
ექსპერტის თქმით, ჩნდება კითხვა ხომ არ იქცა NDI იმ ძალების კურატორად და ხელშემწყობად, რომლებიც არჩევნების შედეგების არ ცნობისა და რევოლუციისთვის ემზადებიან.
„აშშ -ს NDI-National Democratic Institute- ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი უკვე არა თუ უხეშად და უტიფრადაა ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ რეალურად, ოპოზიციის საწვრთნელ ბაზად ჩამოყალიბდა. ერთია რომ NDI-ს მიერ ხორციელდება ოპოზიციის ე.წ. ტრენინგები, ისინი ასევე ორგანიზებას უწევენ მათ სხვა და სხვა შეხვედრებს. ჩნდება მარტივი კითხვა ეს არის მათი ნამდვილი მისია საქართველოში თუ NDI დაუფარავად იქცა იმ ძალების კურატორი და ხელშემწყობი, რომლებიც არჩევნების შედეგების არ ცნობისა და რევოლუციისთვის ემზადებიან. ამიტომაც დღეს ისე როგორც არასდროს საზოგადოების და ხელისუფლების მაქსიმალური სიფხიზლე სწორედ ახლაა აუცილებელი და მიზანშეწონილი“, – წერს ნიკოლეიშვილი.