გოგა ხაინდრავა ტრამპზე თავდასხმაზე: ეს იმ შეთქმულების ნაწილია, რომელშიც აშშ-ის ლიბერალური ფრთა მონაწილეობს, ეს შეთქმულება არა მარტო ამერიკის ხალხის წინააღმდეგ, არამედ მთელ მსოფლიოში ხორციელდება და ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველო

„ის, რაც მოხდა კვირას, ვგულისხმობ ტერორისტულ შეტევას პრეზიდენტ ტრამპზე, არის აბსოლუტურად ზუსტი მტკიცებულება ყველაფერ იმის, რაც ამ წერილში წერია”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ იმ ადგილიდან 100 მეტრში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი მიტინგს ატარებს, სახურავზე იჯდეს სნაიპერი და ეს ვერ დაინახოს სპეციალურმა სამსახურმა. შესაბამისად, ხაინდრავას განცხადებით, ეს იმ შეთქმულების ნაწილია, რომელშიც აშშ-ის ლიბერალური წარმომადგენლობა მონაწილეობს და რომელიც არამარტო თავად ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ მთელ მსოფლიოში ხორციელდება, მათ შორის – საქართველოში.

„მახსოვს, 1964 წელს, 10 წლის ვიყავი, როდესაც პრეზიდენტ კენედიზე მოხდა ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც ის დაიღუპა. ის სიცრუე, რომელშიც გახვეული იყო მთელი მსოფლიო და პირველ რიგში, ამერიკელი ხალხი ამ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, ერთი-ერთში ჯდება იმაში, რაც გუშინ მოხდა პენსილვანიაში. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ 100 მეტრში, იმ ადგილიდან, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი ატარებს მიტინგს, სახურავზე იჯდეს სნაიპერი და ეს ვერ დაინახოს სპეციალურმა სამსახურმა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა და როგორც მერე ყველამ ვნახეთ, იქ უამრავი იყო. ბუნებრივია, რომ ეს არის იმ შეთქმულების ნაწილი, რომელშიც აშშ-ის ლიბერალური ფრთა და წარმომადგენლობა მონაწილეობს და ეს შეთქმულება არამარტო ამერიკის ხალხის წინააღმდეგ, არამედ მთელ მსოფლიოში ხორციელდება და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის საქართველო.

საქართველო არის პოლიტიკური ტერორის მსხვერპლი დღეს, რომელიც იმართება ზუსტად იმ ძალების მიერ აშშ-დან, რა ძალებმაც განახორციელეს შეტევა ტრამპზე”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ასევე იხილეთ