რატი იონათამიშვილი „ენჯეოების“ კვლევაზე: როდესაც გამჭვირვალობის ელემენტარულ წესსაც ვერ აკმაყოფილებ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იქნები, ვინაიდან როგორც ჩანს, შენ გაქვს დასამალი და არ გინდა, რომ გამჟღავნდეს რეალური დამკვეთი და მიზანი
„ენჯეო“ სექტორის შესწავლის მიზნით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატიიონათამიშვილი ეხმიანება.
„ენჯეოების“ დიდი ნაწილი არის პოლიტიზებული და ფაქტობრივად, პოლიტიკურ „ენჯეოებს“ წარმოადგენენ. მათ არ გააჩნიათ ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული დღის წესრიგი, არამედ გააჩნიათ მხოლოდ პარტიული ინტერესები.
როდესაც გამჭვირვალობის ელემენტარულ წესსაც ვერ აკმაყოფილებ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იქნები, ვინაიდან, როგორც ჩანს, შენ გაქვს დასამალი და არ გინდა, რომ გამჟღავნდეს რეალური დამკვეთი და მიზანი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.