ზაზა შენგელია: გირჩევთ, კარგად დაიმახსოვროთ – ბენდი „Autöcut“ და მისი წევრები!
„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია ბენდ „Autöcut“-ის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გუშინ „ბრავო რექორდსში“ სინგლი ჩაწერა უნიჭიერესი თინეიჯერი მეგობრებისგან შემდგარმა ბენდმა „Autöcut“ (მათი საშუალო ასაკი 13-14 წელია), რომელიც მუსიკას Thrash Metal-ის სტილში ქმნის. მიუხედავად შედარებით მცირე ასაკისა, ბენდის წევრები არიან უაღრესად მკაფიო და საინტერესო მუსიკალური ხედვის მქონე, ყველასგან განსხვავებული და ექსპრესიული ახალგაზრდები, რომელთაც, ვფიქრობ, თავიანთ ჟანრში, დიდი მომავალი ექნებათ ქართულ და საერთაშორისო მუსიკალურ სცენებზე .
გირჩევთ, კარგად დაიმახსოვროთ – ბენდი „Autöcut“ და მისი წევრები:
Luka Afakidze-რითმ გიტარა
Nikusha Gurushidze-ბას გიტარა
Nika Jincho-სოლო გიტარა
Giorgi Pitskhelauri-დასარტყამები“, – წერს ზაზა შენგელია.