კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სასოფლო გზების მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სასოფლო გზების მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს  შიდა უბნებში გზების მოხრეშვის საკითხი მოთხოვნადი იყო.

სოფლების: ხოვლეს, ნიგოზას, ზემო რენეს, თელიანის, ქვემო გომის, ნიაბის, გრაკლის, ქვემო ჭალის მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, შიდა უბნებში გზების მოსწორების სამუშაოები უკვე განხორციელდა.

ასევე იხილეთ