მბაპემ „რეალთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი

ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ ოფიციალურად მოაწერა ხელი კონტრაქტს მადრიდის „რეალთან“.

ცერემონია, რომელშიც ასევე მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მონაწილეობდა, სამშაბათს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მბაპემ 9-ნომრიანი მაისურით გადაიღო ფოტო საკლუბო პრიზების ფონზე. მოგვიანებით კი ფრანგის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც 80 ათასი მაყურებელი დაესწრო.

25 წლის მბაპე „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მასთან კონტრაქტი ხუთწლიანია და 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მანამდე ფორვარდი „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა.

ასევე იხილეთ